Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ვისი ინტერესები დაიცვა ფრიდმანთან გარიგებით საქართველოს მთავრობამ?

BM.GE
13.06.22 18:41
266
დღესდღეობით აიდიეს ბორჯომს რამდენიმე მესაკუთრე ჰყავს: ესენია სანქცირებული მიხაილ ფრიდმანის ალფა ჯგუფი, ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი და სხვა მცირე აქციონერები, რომლებსაც კომპანიაში მხოლოდ 4%-მდე წილი აქვთ. საქართველოს სახელმწიფოსთვის 7.73%-იანი წილის გადაფორმების შემდეგ წილები შემდეგნაირად იქნება გადანაწილებული: ალფა ჯგუფი ანუ “ერასმონი ლიმითედი” იქნება 49.99%-ის მფლობელი, “ბლექ ვოთერს ლიმითედი” ანუ პატარკაციშვილების ოჯახი იქნება 38.48%-იანი წილის მფლობელი და 7.73% - საქართველოს სახელმწიფო. გამოდის, რომ აიდიეს ბორჯომის 50.01% ანუ საკონტროლო პაკეტი იქნება არასანქცირებული მესაკუთრეების ხელში - სწორედ ეს ესახებათ მხარეებს ბორჯომის გადარჩენის მთავარ ბერკეტად - რა შეეძლო მიეღო საქართველოს და რა მიიღო IDS borjomi International-თან მოლაპარაკებისგან?

სტუმარი: გიგა ბედინეიშვილი - ფინანსისტი;

Subscribe to our news

Get the main news of the day