Home
Category
TV Live Menu

ვლადიმერ ბოისა ბაზარზე საკუთარ ღვინოს გამოიტანს - "ღვინოს ჩემი ხელით ვაკეთებ და ყველა ბოთლში ჩემი შრომაა ჩადებული"

584d7853ea68d
BM.GE
11.12.16 19:46
1096
კალათბურთელი ვლადიმერ ბოისა რამდენიმე თვეში ბაზარზე თავის ღვინოს, 2015 წლის მოსავალს გამოიტანს. მეღვინე-კალათბურთელის თქმით, ბრენდი, რომელსაც ის წარმოადგენს განსაკუთრებით გემური თვისებებით, ხარისხით და ფერით გამოირჩევა. თავის გეგმებზე კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი "საქმიან დილასთან" საუბრობს.

- თქვენი ბრენდის წარმოსაჩენად რატომ აირჩიეთ მეღვინეობა?

- როდესაც კალათბურთს ვთამაშობდი, ყოველთვის მქონდა სიყვარული და სურვილი იმისა, რომ მეტი ბრენდი ღვინო დამელია, მაგრამ ამის საშუალება არ მქონდა.
როდესაც კალათბურთის თამაში დავამთავრე, საშუალება მომეცა, რომ ჩემი ღვინო გამეკეთებინა და ჩემი ბრენდი შემექმნა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ღვინოს ჩემი ხელით ვაკეთებ და ყველა ბოთლში ჩემი შრომაა ჩადებული. ისეთი ადამიანები მეხმარებიან და ისეთი კარგი აურაა ჩემს ღვინოში ჩადებული, რომ მჯერა გემრიელი გამოვა.

- დახმარება დაგჭირდათ თუ არა ? როგორ შეარჩიეთ ის ადგილი და ყურძენი, რომლითაც კონკრეტული ღვინის მიღება ხდება, ესეც თქვენი გემოვნებით არის თუ რამე გათვლები არსებობს ბიზნესის ნაწილში?

- მთავარი და ყველაზე დიდი ინვესტიციები ბრენდირებაში ჩაიდო. ბოთლები ძალიან კარგი ხარისხისაა. ყურძენს რაც შეეხება, რქაწითელია. საერთოდ ღვინის კეთებისას ყურადღებით უნდა იყო, მეღვინეებს უნდა კითხო რანაირად და როგორ აკეთებენ და კარგად მოუსმინო.

საქართველოში და საერთოდ მსოფლიოში ძალიან ბევრი ღვინის ქარხანაა და მე მინდოდა ისტორია გამეყიდა და ღვინოს ძველ მარანში 1910 წლის ქვევრებში ვამზადებ. ეტიკეტზეც კი მითითებულია, რომ ყველაფერი ისე მზადდება, როგორც 8000 წლის წინ იყო, არანაირი თანამედროვე ტექნოლოგიები და ელექტროობა არ არის ჩემს მარანში. ყველაფერს ჩემი ხელით ვაკეთებ და როდესაც რთველია და ცოტა მძიმე სამუშაოებია, 2-3 მეგობარი მოდის და მეხმარება. ყველაფერს ისე ვაკეთებთ, როგორც ამას 8000 წლის წინ აკეთებდნენ. ეს ჩემი მეორე სამსახურია და თითოეული ბოთლის გამოშვებაში ვარ ჩართული და ჩემი ხელით ვასხამ ღვინოს.

- რა საფასო კატეგორიაში მოექცევა თქვენი ღვინო?

- ჩემი ღვინო ბევრ კარგ ღვინოს არაფრით არ ჩამოუვარდება, არაფრით მათზე ნაკლები არ არის. მაღაზიებს და რესტორნებს 22 ლარად ვაბარებ, არ ვიცი ბევრია თუ ცოტა, მაგრამ ამაზე ნაკლებად რომ გავყიდოთ ცოტა ძნელია. ბრენდს რაც ეხება, ძალიან საინტერესო ისტორიაა. ადამიანებმა, ვინც გაიგო, რომ ღვინოს ვუშვებდი თავიანთ ქარხნებში დამპატიჟეს და საშუალება მომცეს იმისა, რომ ჩემი გემო ამერჩია. მარტო ჩემთვის გააკეთეს ბრენდის გემო, რაც ძალიან გემრიელი გამოგვივიდა. ბრენდი ქართულ -სლოვენიური ნაწარმია.

- ვისთან ერთად აკეთებთ ამ ბიზნესს, ვინ არიან თქვენი პარტნიორები და გეოგრაფიულად სად იქმნება ეს ყველაფერი?

- სწორედ ის არის მთავარი, რომ მე მარტო ვარ. ერთი პარტნიორი დამეხმარა სლოვენიაში, ჩემი ბრენდის დისტრიბუციაში პატარა თანხა ჩადო და რაღაცნაირად დამეხმარა. საქართველოში ჩემი პარტნიორი ოთარ ბრეგვაძეა. კომპანიის დირექტორი ჩემი დაა და მთავარი პრაქტიკულად მე ვარ. ვფიქრობ, რომ ჯერჯერობით მეტი ადამიანის დახმარება არც მჭირდება. მთავარია ხარისხი კარგი დავტოვო მომავალში .

- ხომ არ გეგმავთ, რომ სხვა ბიზნესსაც მოკიდოთ ხელი საქართველოში?

-ეს საინტერესო კითხვაა. საქართველოში არ მგონია, რადგან თუ რომელიმე დიდი ინვესტორი ან დისტრიბუტორი მეტ ბოთლს მოინდომებს ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, დახმარება დამჭირდება. ახლახან ღვინის გამოფენაზე სლოვენიის ერთ-ერთი საუკეთესო მეღვინე მოვიდა ჩემთან და ვისაუბრეთ, რომ სლოვენიაში ქვევრებში დავამზადოთ ღვინო, რომელსაც ჩემი და მისი სახელები ერქმევა. მე საქართველოდან მომიწევს ქვევრების ჩამოტანა, აქ ცოტა ადრე იწყებენ რთველს. აქაც მომიწევს ყოფნა და საქართველოშიც. ეს გეგმა მომავლი წლისთვის არის დასახული. ზოგადად სამომავლო გეგმებში წარმოების გაზრდა მაქვს გადაწყვეტილი.

Subscribe to our news

Get the main news of the day