საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძის მიერ საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარის ფადი ასლის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის საფუძველზე სასამართლო სხდომა იმართება. მოსამართლე კაკაბაძეს მიაჩნია, რომ ფადი ასლის მიერ მისი მოხსენიება კორუმპირებულ მოსამართლედ მის პატივსა და ღირსებას შელახავს.
ვლადიმერ კაკაბაძის ადვოკატი კობა ბოჭორიშვილი „ანალიტიკასთან“ საუბრისას ამბობს, რომ მოსამართლე მორალური ზიანის ასანაზღაურებლად ფადი ასლისგან 20 000 ლარის გადახდას ითხოვს.
„სარჩელი წარდგენილია ბატონი ფადი ასლის წინააღმდეგ. ის ეხება პატივისა და ღირსების შემლახველი ინფორმაციის გავრცელებას მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით. ბატონი ფადი ასლი მოიხსენიებს ბატონ მოსამართლეს, როგორც კორუმპირებულს. ამ ფაქტების უარყოფას ითხოვს სასამართლო გადაწყვეტილებით ბატონი მოსამართლე, გარდა ამისა მორალური ზიანის ანაზღაურებას 20 000 ლარის ოდენობით“, - ამობობს ვალდიმერ კაკაბაძის მოსამართლე.