Home
Category
TV Live Menu

"ვმუშაობთ ავიაკომპანიებთან, რომ რაც შეიძლება მალე ჩამოვიყვანოთ ჩვენი მოქალაქეები საქართველოში"

5773856e50c8a
BM.GE
29.06.16 12:20
1074
„საქართველოს 120-მდე მოქალაქე გადაყვანილია სასტუმროებში და ახლა ვმუშაობთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე ჩამოვიყვანოთ საქართველოში“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, მთავრობა მუშაობს ავიაკომპანიებთან, იმისთვის, რომ მგზავრების საქართველოში ჩამოყვანა მოხდეს.
 
"მთელი ღამის განმავლობაში საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად ვიყავით კომუნიკაციაში იმ ქართველებთან, რომლებიც იყვნენ აეროპორტში. 120-მდე ადამიანი გადაყვანილია სასტუმროებში, ახლა ვმუშაობთ ავიაკომპანიებთან იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე ჩამოვიყვანოთ ჩვენი მოქალაქეები საქართველოში, ამ წუთის მონაცემებით ქართველი დაზარალებულები არ გვყავს, რაც კარგია და ამავე დროს ჩვენ ვიაზრებთ სრულად იმ ვითარებას, რომელიც თურქ ხალხს აქვს",- აღნიშნა ქუმსიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ თბილისი-სტამბოლს შორის გუშინ ღამე რამდენიმე რეისი ვერ შესრულდა.

Subscribe to our news

Get the main news of the day