Home
Category
TV Live Menu

"ვმუშაობთ აზიის ბაზრებთან, რომ ინდუსტრიული სიმძლავრეების გადმოტანა საქართველოში მოხდეს"

5839ca6fd00da
BM.GE
26.11.16 21:44
942
"ძალიან აქტიურად ვმუშაობთ აზიის ბაზრებთან იმისთვის, რომ ინდუსტრიული სიმძლავრეების გადმოტანა სწორედ საქართველოში მოხდეს,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა პარლამენტში გამოსვლისას. მისი განცხადებით, დღეს, საქართველოს მწარმოებელს გახსნილი აქვს მსოფლიოს მასშტაბით 3.7- მილიარდიანი ბაზარი.

დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, აქტიური მუშაობა მიმდინარეობს უმსხვილეს კორპორაციებთან ჩინეთის, მათ შორის, შანხაისა და სხვა რეგიონებიდან, რათა მათ სწორედ საქართველოში გადმოიტანონ საკუთარი საწარმოო სიმძლავრეები. მისი თქმით, აღნიშნული საქართველოს შესაძლებლობას მისცემს, რომ საკუთარი პროდუქცია ევროპასა და სხვა რეგიონების მიმართულებით გაიტანოს და ამით ქვეყანამ დამატებითი სავალუტო შემოსავალი მიიღოს.

Subscribe to our news

Get the main news of the day