"ქართველი დიზაინერები ვიქტორია სეკრეტის ანგელოზების ფავორიტ დიზაინერთა სიაში არიან", - ამ სათაურით სტატიას გამოცემა Vogue აქვეყნებს. გამოცემა წერს, რომ კავკასიის რეგიონში მდებარე ქვეყანაში მოდის ინდუსტრია ბლო პერიოდში აქტიურად ვითარდება და შესაბამისად იზრდება მომხმარებელთა რაოდენობაც.
სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ მსოფლიოში სულ უფრო მეტი ტოპ-მოდელია ქართველი დიზაინერების მიერ შექმნილი ტანსაცმლით შემოსილი. მათ შორის გამოცემა თამუნა ინგოროყვას გამოყოფს, რომლის ხშირი მომხმარებელი გახდა დოუცენ კრუზი.
„დროთა განმავლობაში საქართველო, ნიჭიერი დიზაინერებით, კონცეპტუალური სტილითა და ეროვნული მოტივებით აქტიურად იკიდებს ფეხს მსოფლიო მოდის რუკაზე“, - ვკითხულობთ სტატიაში.