Home
Category
TV Live Menu

VOGUE: თბილისის მშრალი ხიდი ანტიკვარული ნივთების საგანძურია

573428e438993
BM.GE
12.05.16 10:53
1561
თბილისის მშრალ ხიდზე სტატიას ცნობილი გაოცემა VOGUE აქვეყნებს. გამოცემა წერს, რომ თბილისში მშრალი ხიდი ის ადგილია სადაც ანტიკვარული ნივთების ყიდვაა შესაძლებელი და ის „ჯიბის გაწმენდის ოაზისს“ წარმოადგენს.

"აქ ყველაფერი ძველია, თქვენ ვერ შეხვდებით საკრედიტო ბარათებისთვის ტერმინალებს, სამაგიეროდ შეხვდებით დომინოს მოთამაშე ქართველ კაცებს და ქალბატონებს, რომლებიც პლასტმასის ჭურჭლიდან მარწყვს მიირთმევენ", - ვკითხულობთ სტატიაში.

სტატიის ავტორმა მიმდებარე ტერიტორია თბილისის მოდის კვიერულის ფარგლებში ვიზიტისას დაათვალიერა. ავტორი წერს, რომ გარდა ანტიკვარული ნივთებისა ადგილზე "ნოკიას" ძველ მობილურ ტელეფონებს, საბჭოთა კავშირის დროინდელ აქსესუარებსა და ჩინეთში დამზადებულ, გატეხილ სათვალეებსაც შეხვდებით.

Subscribe to our news

Get the main news of the day