გერმანული ავტომწარმოებელი Volkswagen ავტომობილების განვითარებაში ინვესტიციების გაზრდას ისახავს მიზნად და იმედოვნებს, რომ 2025 წლისთვის ელექტრო ავტომობილების წარმოების მიმართულებით ლიდერი გახდება, - აღნიშნული ინფორმაცია ავტომწარმოიებლის ვებ-გვერდზეა განთავსებული.
"Volkswagen დაახლოებით 3 მილიარდი ევროს ინვესტიციას გეგმავს იმ ავტომობილების ტექნოლოგიაში, რომლებიც საწვავის ალტერნატიული სახეობებით ვითარდებიან ბოლო 5 წლის განმავლობაში და ამ თანხას მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში გაასამმაგებს“-აქციონერთა კრებაზე გნაცხადა Volkswagen-ის ხელმძღვანელმა მატიას მიულერმა.
მისივე განმარტებით, მომავალი ელექტრო ავტომობილებს ეკუთვნის და მათ 2025 წლისთვის e-mobility-ის სფეროში ლიდერობა სურთ. მიულერი ამბობს, რომ Volkswagen მზად არის, ელექტრომობილების გნვითარებაში გარღვევა მოახდინოს და ამისთვის ქმედითი ზომები მიიღოს. ავტომწარმოებელი ეკოლოგიური ეფექტებზე აგრძელებს მუშაობას და აღნიშნავს, რომ 2018 წლისთვის ბაზარზე ელექტრო ავტომობილის 10-ზე მეტი ახალი მოდელის წარმოდგენას გეგმავს, ხოლო 2025 წლისთის კი 30-ზე მეტი მოდელის.
გერმანული ავტოკონცერნის ხელმძღვანელის თქმით, ჩინეთსა და ევროპაში ავტომობილების აკუმლატორების საწარმოებლად ისინი პარტნიორული ურთიერთობების დასამყარებლად მოლაპარაკებებს აწარმოებენ. იგი ასევე აღნიშნავს, რომ მისი კომპანიის მოგების წილი მომავალში აუცილებლად გაიზრდება.