სასამართლომ Volkswagen-ის კონცერნის ინვესტორთა ჯგუფისგან 1400 სარჩელი მიიღო და საერთო თანხამ გერმანული ავტომწარმოებლის წინააღმდეგ 8.2 მილიარდ ევროს მიაღწია.
ინვესტორები კომპანიას ადანაშაულებენ იმაში, რომ კომპანიამ ძალიან გვიან აცნობა მათ დიზელის სკანდალის გამო დაწყებული გამოძიების შესახებ, რის გამოც მათი ფასიანი ქაღალდების ღირებულება მკვეთრად დაეცა. ერთ-ერთი სარჩელი 300-მდე ინვესტორს აერთიანებს, რომლებიც კონცერნისგან 3.3 მილიარდი ევროს გადახდას მოითხოვენ. სხვა კოლექტიურ სარჩელში ინვესტორთა ჯგუფი 700 მილიონ ევროს ითხოვს. გერმანული ავტომწარმოებელი Volkswagen-ი კი ბრალდებას უარყოფს.
სარჩელის მიზეზი მავნე გამონაბოლქვების ტესტების გაყალბებასთან დაკავშირებული სკანდალი. ’’დიზელის სკანდალმა“ გავლენა მსოფლიოს მასშტაბით დაახლოებით 11 მილიონ ავტომობილზე მოახდინა.