კომპანია Volvo 2025 წლისთვის მილიონამდე "მწვანე" ავტომობილის გაყიდვას გეგმავს. შვედური ბრენდი პირველ ელექტრომობილს უკვე 2019 წელს წარადგენს. World Car Fans-ის ინფორმაციით, შესაძლოა კომპანიის ახალი ავტომობილი Tesla-ს პირდაპირი კონკურენტი გახდეს. ჯერ ოფიციალურად არ დადასტურებულა, თუმცა წინასწარი მონაცემებით, ახალ ავტომობილს გადაადგილება 500 კილომეტრზე ერთჯერადი დატენვით შეეძლება.
ელექტრომობილის შესახებ დეტალები კომპანიის მხრიდან არ საჯაროვდება. Volvo-ს წარმომადგენლის თქმით, „მწვანე“ ავტომობილი SPA და CMA-ს პლატფორმებზე აიგება.