VTB ბანკი პრობლემურ მსესხებლებს საკრედიტო ისტორიის გაუმჯობესების შანსს აძლევს
BM.GE
18.04.18 16:46
• 979
ვითიბი ბანკი თავისი მომხმარებლების საკრედიტო ისტორიის გაუმჯობესების მიზნით მათ განსხვავებულ შეთავაზებას უკეთებს. პირველად საბანკო ინდუსტრიაში ვითიბი თავის 12000-მდე პრობლემურ მსესხებელს საშუალებას აძლევს მიიღონ დისკონტი 30%–დან 90%–მდე მიმდინარე სესხის ძირზე. აღნიშნული წინადადება იმოქმედებს ორი თვის განმავლობაში, კერძოდ, კი 16 აპრილიდან 15 ივნისამდე. როგორც ბანკის წარმომადგენლობა ვარაუდობს აღნიშნული წინადადებით ბევრმა ადამიანმა უნდა ისარგებლოს, რაც მათ სესხის დაფარვას გაუმარტივებს.