Home
Category
TV Live Menu

VTB: კონსტიტუციიდან 94-ე მუხლის ამოღებას რევოლუციური ცვლილებები არ მოჰყვება

594920d56bee6
სალომე მეცხვარიშვილი
20.06.17 17:20
960
კონსტიტუციიდან 94-ე მუხლის ამოღებას რევოლუციური ცვლილებები არ მოჰყვება,- ამის შესახებ „საქმის კურსს“ „ვითიბი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა არჩილ კონცელიძემ განუცხადა.

მისი თქმით, ზოგადად გადასახადის ზრდა არცერთ ბიზნესმენს არ უხარია.

"მე არ წარმომიდგენია, რომელიმე ბიზნესმენმა თქვას, რომ გადასახდების ცვლილება ვინმეს უხარია. ვფიქრობ, დიდი და გლობალური სხვაობები არ იქნება, ყველაფერი იქნება დასაბუთებული. მაგალითად, წელს იყო აქციზის ზრდა და არ მგონია, რომ ამან დიდი ინვესტორები გააქცია. ნებისმიერ სახელმწიფოს ცოტა უფრო მეტი მოქნილობა უნდა ჰქონდეს გადასახადებში და გადაწყვეტილებებში",- აცხადებს არჩილ კონცელიძე.

Subscribe to our news

Get the main news of the day