საინვესტიციო საბანკო გიგანტი Goldman Sach ახალი სავაჭრო სტრუქტიურის ჩაშვების შესაძლებლობას განიხილავს, რომელიც ბიტკოინზე და სხვა კრიპტოვალუტაზე იქნება ორიენტირებული, - ინფორმაციას საკუთარ წყაროზე დაყრდნობით Wall Street Journal ავრცელებს.
ამგვარად, ბანკი შეიძლება გახდეს Wall Street-ის პირველი წარმომადგენელი, რომელიც სავალუტო ბაზარზე კრიპტოვალუტას შემოიტანს.
წყაროს თანახმად, Goldman Sachs-ის ძალისხმევა ჯერ კიდევ ადრეულ ეტაპზეა და არის შანსი იმისა, რომ იგი საერთოდ არ განხორციელდეს. თუმცა, აღსანიშნავია ის, რომ თვითონ ბანკის კრიპტოვალუტით დაინტერესების ფაქტმა შესაძლოა ინვესტორებში ბიტკოინის სტატუსი გაზარდოს. მანამდე ცნობილი გახდა, რომ Goldman Sachs ბლოკჩეინით დაინტერესდა და ოფიციალურ ვებ-გვერდზე ტექნოლოგიის მოკლევადიანი კურსის განყოფილებაც კი განათავსა.