Walt Disney გასართობ პარკებში უპილოტო საფრენ აპარატებს გამოიყენებს. აშშ-ს მთავრობამ Walt Disney-ს ფლორიდისა და კალიფორნიის გასართობ პარკებში უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენების უფლება მისცა. აღსანიშნავია, რომ კომპანიამ ხელისუფლებას აღნიშული თხოვნით 2015 წელს მიმართა. აშშ-ს მთავრობის ეს გადაწყვეტილება 2020 წლის ნოემბრამდეა ძალაში და ნებისმიერ დროს შესაძლოა გაუქმდეს. წინასწარი მონაცემებით, Walt Disney Fixels-ის აპარატების გამოყენებას გეგმავს, რომლებიც მიწიდან 45 მეტრ სიმაღლეზე მეტად არ ადის.
Fixels-ის აპარატებზე დამონტაჟდება განათების სისტემები, ასევე შესაძლოა ფეირვერკებისთვის იქნას გამოყენებული. ცნობისათვის, კომპანია Walt Disney-მ ჩინეთში თავისი ფილმების წარმოების დაწყებისთვის ემზადება.