Home
Category
TV Live Menu

წამლების რეცეპტით გაცემის წესის დარღვევების დინამიკა მზარდია

5a7fecb962c64
მეგი კავთუაშვილი
11.02.18 14:00
962
გასულ წელს, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ წამლის ურეცეპტოდ გაყიდვის 509 ფაქტი გამოავლინა. მათ შორის 81 შემთხვევა პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქციის ანუ ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი კომბინირებული სამკურნალო საშუალებების რეალიზაციის წესის დარღვევაა.

2016 წელს რეცეპტის წესის დარღვევის სულ 231 ფაქტი გამოვლინდა, მათ შორის პირველ ჯგუფს მიკუთვნებული წამლის უკანანოდ გაყიდვის 70 შემთხვევა იყო.
ინფორმაციის ოფიციალურად გამოთხოვის მიუხედავად, სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო არ აკონკრეტებს დაჯარომებულ აფთიაქებს შორის, რამდენია ქსელური და რამდენი ინდივიდუალურად მოქმედი.

Subscribe to our news

Get the main news of the day