„ის განცდა, რომ საქართველოში მედიკამენტები 300 და 400%-იან მოგებით იყიდება, სახელმწიფოს მხრიდან იქნება გადაზღვეული“- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატმა გუშინ განაცხადა. ეკატერინე ტიკარაძემ ახსენა ასევე მემორანდუმი და თანამშრომლობა თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროსთან, რომ ქვეყანაში თურქეთიდან მედიკამენტები ნუსხის მიხედვით შემოვა. როგორც ტიკარაძემ თქვა „ამ პრინციპული რეფორმის“ შედეგად ქვეყანაში მედიკამენტების ფინანსური ხელმისაწვდომობა უნდა გაიზარდოს. როგორც აპირებს მთავრობა მედიკამენტების ფასის გადაზღვევას?