შპს "ლოდინარო" შპს „ბლაუნშტაინ საქართველოსთან“ ერთად რაჭაში, სოფელ წედისში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის ფერმას ააშენებს.
რაჭის რეგიონში მეცხოველეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით კომპანიას 60 ჰექტარი მიწის ნაკვეთი 25 წლიანი იჯარით გადავეცით.
კომპანია „ბლაუნშტეინ საქართველო“ ჩართულია რაჭის რეგიონში მეცხოველეობის განვითარების პროექტში. პროექტი ითვალისწინებს შვეიცარული ჯიშის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ადგილობრივ ჯიშთან შეჯვარებას და ჩვენი რეგიონისათვის ოპტიმალური ჯიშის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის მოშენებას.