1 მლრდ კვტ.სთ - წელს მთავრობა ელექტროენერგიის ექსპორტის რეკორდულ მაჩვენებელს პროგნოზირებს. ეკონომიკის სამინისტრომ ელექტროენერგიის სიმძლავრის საპროგნოზო ბალანსი განაახლა, რომლის მიხედვით, საქართველოდან ელექტროენერგიის ექსპორტი აპრილიდან იწყება. ეკონომიკის სამინისტრო ვარაუდობს, რომ აპრილში ექსპორტზე 346.2 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია გავა. საექსპორტო თვეებად მოიაზრება მაისი, ივნისი და ივლისი, არ არის გამორიცხული, რომ მაჩვენებლები შეიცვალოს. მაგალითად გასულ წელს ექსპორტი აქტიური იყო მაისიდან სექტემბრის ჩათვლით, რაც დიდწილად თურქეთში გაზრდილმა მოთხოვნამ და ფასებმა განაპირობა. რაც იყო მიზეზი, რომ გასულ წელს, ელექტროენერგიის ექსპორტით საქართველომ 84.3 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო. რა ხდება დღეს საექსპორტო ბაზრებზე, როგორია ელექტროენერგიის ღირებულება და რის ხარჯზე მოხდება ელექტროენერგიის ექსპორტის ზრდა?
სტუმარი: მარიამ ჩახვაშვილი - Galt & Taggart-ის უფროსი ანალიტიკოსი;