იციკ მოშე საქართველოდან ისრაელში მოქალაქეების არალეგალურად შესვლის წინააღმდეგია და მთავრობებს საკითხის მოგვარების კონკრეტულ გზას სთავაზობს. სავაჭრო პალატის ხელმძღვანელი უვიზო რეჟიმის გაუქმების ინიციატივით გამოდის.
"ისრაელს სჭირდება საქართველოდან ჩასული ტურისტები. ისრაელს ასევე ყოველწლიურად რამოდენიმე ათასი ადამიანი სჭირდება, რომელიც ქვეყანაში დასაქმდება. პრობლემა კი არის არალეგალურად ჩასულ მოქალაქეებზე. ჩვენი ხედვაა, რომ უვიზო რეჟიმი უნდა შეჩერდეს და გამოინახოს გამოსავალი. მსურს, რომ ერთობლივი ძალებით ეს პრობლემა მოვაგვაროთ.
საქართველოდან უდიდესი სურვილია, რომ ისრაელში იმუშაონ. ამ საკითხებს მუდმივად, ერთობლივად მუშაობა სჭირდება. როგორც ვიცი მთავრობის მხრიდანაც მუშაობა მიმდინარეობს.
ამ პრობლემის დიდი წილი ინფორმაციის ნაკლებობასთანაა დაკავშირებული. ისრაელი კანონის ქვეყანაა და ორივე ქვეყანამ უნდა დაიცვას კანონი“, - აცხადებს მოშე ბიზნესკონტრაქტთან საუბრისას. მისივე თქმით, მიმდინარე წელს საქართველოში საქართველო - ისრაელის ორი ბიზნეს ფორუმია დაგეგმილი
"ვფიქრობთ, რომ საქართველოს ეკონომიკური წინსვლის გასაღები ელჩების ხელშია.
ელჩებს შეუძლიათ მოიზიდონ ინვესტორები. წელს ჩვენ ორ ბიზნეს-ფორუმს ჩავატარებთ, ერთი ივლისში გაიმართება, მეორე კი დეკემბერში“, - განაცხადა მოშემ.