Home
Category
TV Live Menu
Loading data...

#წერტილი თელარა გელანტიასთან ერთად - ინტერვიუ ლაშა იორდანიშვილთან - “ფერი”, CEO / 14.02.2023

BM.GE
14.02.23 23:29
117
ტერმინი - "უძრაობის ხანა" პირველად კერძო სექტორმა გამოიყენა და ოდნავ სხვა სიტყვებით გასული წლის საქმიანობის შეჯამებისას პრემიერ-მინისტრმაც გაიმეორა. „ბოლო ხუთი წელი ენერგეტიკაში ინვესტიციები თითქმის გაჩერებული იყო“, - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა და იქვე დასძინა, რომ მინიმუმ 2-3 წელიწადში, დაახლოებით 2300 მეგავატამდე სიმძლავრის გენერაციის ობიექტები აშენდება ქვეყანაში, მათგან 800 მეგავატი - უკვე გაფორმებული და გაცემულია PPA ხელშეკრულებების ფარგლებში, 1500 მეგავატამდე კი - ენერგეტიკის მხარდამჭერი ახალი ე.წ. CFD მექანიზმის დახმარებით, რითაც ეკონომიკის სამინისტრომ პირველი აუქციონი გამოაცხადა. მთავრობა პირველი აუქციონის გზით, 300 მეგავატის სიმძლავრის გენერაციის ობიექტების აშენებისთვის ფინანსური მხარდაჭერის მზაობას გამოთქვამს. დაინტერესებულ კომპანიებს აუქციონში მონაწილეობა მიღებისთვის 41 დღე რჩებათ.

რამდენად გასაგებია თამაშის ახალი წესები ენერგეტიკის სექტორისთვის და გაზრდის თუ არა დარგის საინვესტიციო მიმზიდველობას CFD მექანიზმი, რომელსაც ბიზნესი რამდენიმეა წელია ელის ანუ მას შემდეგ, რაც სავალუტო ფონდის რეკომენდაციით, მთავრობამ გარანტირებული შესყიდვის ე.წ. PPA მექანიზმი შეაჩერა.

„კომპანია „ფერი“ სამ ათწლეულზე მეტია საქართველოს ბაზარზე ოპერირებს. მისი ძირითადი საქმიანობა ჰიდროელექტროსადგურების, ელექტროგადამცემი ხაზების, მილსადენების, გზების, ხიდების, გვირაბების და სხვა ობიექტების მშენებლობაა.

„ფერის“ ჩართულობით აშენებული ჰიდროელექტროსადგურები დღეს 150 მეგავატს აგენერირებს და კომპანიის პორტფელში არაერთი მიმდინარე თუ სამომავლო პროექტია გაწერილი. ჯამში, მომავალი 3-4 წლის განმავლობაში, „ფერი“ ჰიდრორესურსის დახმარებით - 250, ქარის რესურსით - 200, მზის ენერგიით კი 50 მეგავატის გამომუშავებას გეგმავს.

სტუმარი: ლაშა იორდანიშვილი - კომპანია „ფერი“, აღმასრულებელი დირექტორი;
თელარა გელანტია - BMG, მთავარი რედაქტორი; „წერტილი“ ავტორი/ წამყვანი





Subscribe to our news

Get the main news of the day