Home
Category
TV Live Menu

WiFi ტექნოლოგიით მომსახურების მიმღები აბონენტების რაოდენობა საქართველოში 42%-ით გაიზარდა

59366a286cebc
BM.GE
06.06.17 12:35
932
WiFi ტექნოლოგიით მომსახურების მიმღები აბონენტების რაოდენობამ 2016 წლის ბოლოს 110 ათასი აბონენტი შეადგინა, რაც 2015 წლის ბოლოსთან შედარებით 42.2%-ით (32.7 ათასი აბონენტით) მეტია.

სხვა ტექნოლოგიებისგან განსხვავებით, WiFi ინტერნეტის მომსახურების ბაზარზე მნიშვნელოვანი საბაზრო წილის მქონე გამოკვეთილი ოპერატორები არ არიან. ბაზარზე 161 მცირე კომპანია ოპერირებს, რომელთაგან ყველაზე დიდი ოპერატორის - „სქაიტელის“ საბაზრო წილი 8.4%-ს შეადგენს.

კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ინფორმაციით, 2016 წლის მეოთხე კვარტლის მონაცემებით, ოპტიკურ-ბოჭკოვანი მომსახურების აბონენტების 41.2%-ს მაგთიკომი ფლობდა, სილქნეტი - 31.7%-ს, ახალი ქსელები - 7.1%, დელტა-ნეტი - 7.0%, კავკასიის ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია (CGC) – 5.9%, ა-ნეტი - 2.4%, ყველა სხვა ოპერატორის წილი კი ჯამში 4.7%-ს შეადგენდა. აღსანიშნავია, რომ მაგთიკომი, დელტა-ნეტი და ა-ნეტი ურთიერთდამოკიდებული აფილირებული პირები არიან.

Subscribe to our news

Get the main news of the day