შვეიცარიის ქალაქ ვერბიეში, ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს ააიპ წინანდლის ფესტივალს და ვერბიეს ფესტივალის დამფუძნებლებს, მარტინ ენგსტრომს და ავი შოშანის, შორის წინანდლის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის დამუსიკალური აკადემიის დაარსების შესახებ. ვერბიე ცნობილია, როგორც კლასიკური მუსიკის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფესტივალის სამშობლო ევროპაში https://www.verbierfestival.com/en/), რომლის ანალოგიც წინანდალში 2019 წლიდან მოეწყობა.
ხელმოწერა შედგა ვერბიეს ერთ-ერთ ღირსშესანიშნავ ადგილას, შალეადრიენში http://chalet-adrien.ch/en/.
„ბედნიერივარ, რომ საფუძველი ჩაეყარა წინანდლის ფესტივალს, რომელიც გააგრძელებს წინანდლის ისტორიას, ევროპული და ქართული კულტურის დაახლოების ისტორიას. ეს არა მხოლოდ მუსიკალური, არამედ საგანმანათლებლო ინიციატივაა. დიდი მადლობა საქართველოს მთავრობას, პირადად პრემიერ-მინისტრს, მისი მხარდაჭერის გარეშე ამ წამოწყების ხორცშესხმა შეუძლებელი იქნებოდა“ - გიორგი რამიშვილი, სილქროუდ ჯგუფის დამფუძნებელი.
ფესტივალი ყოველწლიურად აგვისტო-სექტემბერში ჩატარდება.