Home
Category
TV Live Menu

"წინასაარჩევნო პერიოდში კერძო სექტორი ქმნის სამუშაო ადგილებს, რაც ნამდვილად იმსახურებს მადლობას ნდობისთვის"

57ce95761d9e4
BM.GE
06.09.16 14:07
1154
ეკონომიკის მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, კერძო სექტორმა 32 000 ადამიანით მეტი დაასაქმა. ბიზნეს სექტორში მიმდინარე ტენდენციებზე საუბრისას, მინისტრმა მთავრობის სახელით ბიზნესს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

"ეს ნამდვილად არის იმ ბიზნესგარემოს შედეგი, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია შექმნილი. როდესაც წინასაარჩევნო პერიოდში კერძო სექტორი ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს, ეს ნამდვილად იმსახურებს მადლობას ნდობისთვის და მინდა მადლობა გადავუხადო კერძო სექტორს", - განაცხადა ქუმსიშვილმა.

მისივე თქმით, განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა მცირე საწარმოებში. ასევე, როგორც ქუმსიშვილმა განაცხადა, მსხვილ საწარმოებში დღეს დასაქმებულია 365 861 ადამიანი, ხოლო საშუალო საწარმოებში 86 000.

Subscribe to our news

Get the main news of the day