Home
Category
TV Live Menu

წინდების ქართული ბრენდი Altersocks, შესაძლოა, ბალტიისპირეთის ქვეყნებში ექსპორტზე გავიდეს

57fcb1138b5b0
სალომე მეცხვარიშვილი
11.10.16 13:28
2206
ნახატიანი წინდების პირველი ქართული ბრენდი Altersocks, შესაძლოა, ბალტიისპირეთის ქვეყნებში ექსპორტზე გავიდეს.

როგორც კომპანიის დამფუძნებელმა რეზი ბესელაშვილმა „ბიზნესკონტრაქტს“ განუცხადა, მოლაპარაკებები ჯერ საწყის ეტაპზეა. ამ ეტაპზე დაინტერესება ლიტვიდან არის.

კომპანიის დამფუძნებლის თქმით, თუ შეთანხმება შედგა, კომპანიის სტრატეგია ისეთივე იქნება, როგორიც საქართველოში - მაღაზია ჯერ ერთ წერტილში გაიხსნება და შემდეგ ნელ-ნელა გაფართოვდება. რეზი ბასილაშვილი ამბობს, რომ დაემატება წინდების ახალი დიზაინები და ის ახალ ბაზრებს და მათ კულტურას მოერგება.

Altersocks საქართველოში სულ 6 თვის წინ გამოჩნდა. კომპანია აწარმოებს ფერად წინდებს, რომლებზეც ქართულ მოტივებზე შექმნილი ნახატებია წარმოდგენილი. სულ ახლახანს კომპანიამ ახალი, ზოლებიანი და სხვა ორნამენტიანი პროდუქციაც გამოუშვა.

Subscribe to our news

Get the main news of the day