Home
Category
TV Live Menu
Loading data...

წისქვილები იხურება - რა ვითარებაა ხორბლის ბაზარზე?

BM.GE
08.03.23 12:13
138
რუსულ ხორბალზე მცურავი საექსპორტო ბაჟის ზრდამ საქართველოში ფქვილის იმპორტი წაახალისა. საქართველოში მოქმედი წისქვილკომბინატები კი გასული წლის მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდნენ- წისქვილების ნაწილი იხურება, ამ პროცესს კი კიდევ ერთი მიზეზი უწყობს ხელს, ფქვილთან არათანაბარი კონკურენციის პირობებში მისაღებ ხორბალს ვერც ადგილობრივი ფერმერები აბარებენ. მარტივად რომ ავხსნათ, რუსეთში ხორბლის საექსპორტო გადასახადის ზრდისას, რუსული ხორბლის ღირებულება იზრდება, ამიტომ საქართველოში შემოდის უფრო იაფი ფქვილი. 

ამ პირობებში წისქვილკომბინატებს ხორბლის გადამუშავება არ უღირთ და ისინი ადგილობრივი წარმოების ხორბალს ვერ იბარებენ, რადგან ის უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე რუსეთიდან ფქვილის შემოტანა. თუ იანვრის თვის სტატისტიკას გადავხედავთ, რუსეთიდან ფქვილის იმპორტი წლიურად 98%-ით არის გაზრდილი. როგორ ოპერირებს ქვეყნისთვის ერთ-ერთი სტრატეგიული დარგი და რაში ხედავს ბიზნესი გამოსავალს? 

სტუმარი: ლევან ჯანაშია - "აგროექსპორტის" დამფუძნებელი;

Subscribe to our news

Get the main news of the day