Wizz Air-ის დაანონსების შემდეგ ლონდონში პირდაპირი ავიარეისების დაწყებას ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-იც აანონსებს. როგორც "ბიზნესკონტრაქტს" კომპანიის ხელმძღვანელმა გივი დავითაშვილმა განუცხადა, კომპანია თბილისი-ლონდონის მიმართულებით ფრენებს Wizz Air -ზე ადრე, 27 მარტიდან, იწყებს.
რეისები კვირაში ორჯერ ორშაბათსა და შაბათს შესრულდება.
როგორც დავითაშვილი განმარტავს, "ფასები მისაღები იქნება გამომდინარე მანძილიდან და გადმომდინარე იქიდან, რომ ავიაკომპანია ლონდონის ერთ-ერთ მთავარ- გეთვიკის აეროპორტში- ჯდება და არა ქალაქისგან მოშორებულ აეროპორტში".
შეგახსენებთ, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაბალბიუჯეტიანი Wizz Air ზაფხულიდან ქუთაისი-ლონდონის მიმართულებით ფრენებს იწყებს. ბილეთის ფასი 35 ფუნტიდან იწყება.