Home
Category
TV Live Menu

Wizz Air ქუთაისიდან 13 ქვეყნის მიმართულებით იფრენს

5a8acb370cd43
მაია ბიწაძე
19.02.18 17:03
672
Wizz Air გაზაფხულიდან რეისების შესრულებას რამდენიმე ახალი მიმართულებით იწყებს. ავიაკომპანია ქუთაისის აეროპორტიდან პარიზში, რომში, პრაღაში, ბარსელონაში, ათენში, რიგასა და ვენაში იფრენს. როგორც Bm.ge-ს ავიაკომპანია ,Wizz Air-ის კომუნიკაციების ხელმძღვანელმა სორინა რაციმ განუცხადა, ასევე გაიზრდება რეისების სიხშირე ყველაზე მოთხოვნად რამდენიმე მიმართულებაზეც, როგორიცაა შონეფელდისა და დორტმუნდის მიმართულებები. საბოლოოდ, Wizz Air -ის 2018 წლის საზაფხულო განრიგს 12 ახალი რეისი დაემატება.

"ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში უდიდესი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air, როგორც მომხმარებლის ინტერესებზე მორგებული კომპანია, მუდმივად ზრდის თავის ავიამიმართულებების ქსელს საქართველოში. ქუთაისის ბაზას მეორე Airbus A320 თვითმფრინავი 2018 წლის მაისში დაემატება. ამასთან, მაისშივე ხელმისაწვდომი გახდება ახალი მიმართულებები, რომელთაც მომხმარებლები დიდი ხნის განმავლობაში ელოდნენ: რეისები შესრულდება ქუთაისიდან პრაღაში (ჩეხეთის რესპუბლიკა), ბარსელონაში (ესპანეთი), პარიზში (საფრანგეთი), რომსა (იტალია) და ათენში (საბერძნეთი). 2018 წლის მარტიდან ასევე დაიწყება ფრენები ქუთაისიდან რიგის (ლატვია), ნოემბრიდან კი ვენის (ავსტრია) მიმართულებით", - განაცხდა სორინა რაციმ.

ამჟამად კომპანია მოგზაურებს რეისებს 9 ქვეყნის 13 მიმართულებით სთავაზობს, თუმცა 2018 წლიდან მომხმარებლებს ქუთაისის აეროპორტიდან 13 ქვეყნის მასშტაბით, 19 მიმართულებით მგზავრობის შესაძლებლობა მიეცემათ.

Subscribe to our news

Get the main news of the day