Home
Category
TV Live Menu

WizzAir ქუთაისიდან ახალ მიმართულებას ამატებს

5a2fabb5bfecf
BM.GE
12.12.17 14:12
1052
ავიაკომპანია „ვიზეარი“ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ლატვიის მიმართულებით ავიარეისებს 2018 წლის 25 მარტიდან დაიწყებს - ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ ავრცელებს.

ფრენები ქუთაისიდან რიგის მიმართულებით კვირაში ორჯერ - ოთხშაბათს და კვირას შესრულდება. ქუთაისი-რიგის მიმართულებით ბილეთების შეძენა დღეიდან wizzair.com-ზე იქნება შესაძლებელი, ბილეთის ფასი 52.99 ლარი/19.99 ევროდან დაიწყება.

Wizz Air-ი ამჟამად 18 მიმართულებით 12 ქვეყანაში დაფრინავს.

Subscribe to our news

Get the main news of the day