Home
Category
TV Live Menu

"წლის ბოლომდე საქართველოში ელექტროავტომობილების რაოდენობა 1000-მდე გაიზრდება"

597f3c01b54fa
BM.GE
31.07.17 18:16
792
"წლის ბოლომდე საქართველოში ელექტროავტომობილების რაოდენობა 1000-მდე გაიზრდება", - ამის შესახებ „საქმიანი დილას“ ეთერში ტექნოლოგიებისა და ივონაციების სააგენტოს ხელმძღვანელმა განაცხადა. გიორგი ზვიადაძე ამბობს, რომ ერთ-ერთმა ქართულმა კომპანიამ Nissan-თან ხელშეკრულება გააფორმა, რომლის მიხედვითაც, სადემონსტრაციო ავტომობილების საქართველოში რეალიზების უფლება მიიღო.

ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო ელექტროავტომობილების დამტენების წარმობით დაინტერესებულ პირებსაც მიმართავს , - გიორგი ზვიადაძე ამბობს, რომ GITA მზად არის მეწარმეებს ამ იდეის განხორციელებაში დაეხმაროს.

"როდესაც 5 წლის წინ ელექტრომობილი შევიძინე მსგავსი საქართველოს მხოლოდ 3-ს ჰყავდა. ელექტრომობილის მფლოელს ფსიქიკა ეცვლება, სხვა განწყობა გაქვს რომელსაც ვერ ახსნი, მანამ სანამ არ გამოცდი. სტატისტიკის მონაცემებით საქართველოში 300-ზე მეტი ელექტრონმობილია. სამწუხაროდ 95%-ზე მეტი მარჯვენასაჭიანია. ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ერთ-ერთი ინიციატივაა, რომ შეიქმნა ელექტრომობილებთან დაკავშირებული ერთიანი ცხელი ხაზი, რომელსაც ყველა დონეზე დავუჭერთ მხარს.

ზვიად ციკოლიამ Facebook-ზე დაწერა, რომ სურდა ელექტრომობილების წარმოება. ეკონომიკის მინისტრის სახელით მას დაუკავშირდნენ და შეხვედრა დაინიშნა. ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ეკონომიკის სამინისტროს სსიპია. მზად ვარ რომ ყველა დონეზე ერთიანი ხედვით მხარი დავუჭიროთ ბატონ ზვიადს.
Nissan აკონტროლებს თავისი მანქანების ადგილმდებარეობას, კომპანიამ ნახა რომ საქართველოში რაოდენობა გაიზარდა. ერთ-ერთმა ქართულმა კომპანიამ Nissan-დან მიიღო უფლება სადემონსტრაციო მანქანები სარეალიზაციოდ საქართველოში წამოიყვანოს. საუბარია „ტესტ დრაივის“ მანქანებზე", - ამბობს გიორგი ზვიადაძე.

Subscribe to our news

Get the main news of the day