აშშ-ის საკრედიტო-საფინანსო კრიზისის მსხვერპლი კიდევ ერთი ბანკი გახდა. აშშ-ის დეპოზიტების დაზღვევის ფედერალური კორპორაციის (FDIC) ინფორმაციით, აშშ-ის კანზასის შტატის მთავრობამ The Farmers and Merchants State Bank of Argonia-ს საქმიანობა შეუწყვიტა, რომელიც წლის დასაწყისიდან აშშ-ში მეშვიდე გაკოტრებული ბანკია.
FDIC- თან შეთანხმებით, გაკოტრებული ბანკიდან დეპოზიტები ამავე შტატის ბანკში Conway Bank გადავა, რაც იმას ნიშნავს, რომ დახურული ფინანსური ინსტიტუტის დეპოზიტარები ავტომატურად Conway Bank-ის დეპოზიტარები გახდებიან.
მიმდინარე წლის 30 ივნისისთვის The Farmers and Merchants State Bank of Argonia-ის აქტივები დაახლოებით 34.2 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა, ხოლო დეპოზიტების სახსრების მოცულობა 29.6 მილიონი აშშ დოლარი იყო.