ბიზნესკონტარქტისთვის ექსკლუზიურად ცნობილი გახდა, რომ პოლიტიკურმა პარტიების შემოწირულობების რაოდენობა საარჩევნო პერიოდში 8 მილიონ ლარს შეადგენს, წლის დასაწყისიდან კი დაახლოებით 11 მილიონს. როგორც აუიდიტის სამსახურის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტროინგის სამსახურის უფროსი ზურაბ აზნაურაშვილი აცხადებს , ყველაზე მეტი შემოწირულობა ბოლო მონაცემებით, კვლავ ქართულ ოცნებას აქვს მიღებული, რომელსაც სახელმწიფო ხალხისთვის და პატრიოტთა ალიანსი მოსდევს.
"წლიური მონაცემებით, 1 იანვრიდან პოლიტიკურმა პარტიებმა 11 მილიონ ლარამდე შემოწირულობები მიიღეს. ბოლო 2,5 თვეში, 8 მილიონიდან ნახევრაზე მეტი ქართული ოცნების მიერ არის მიღებული, რომელსაც მოსდევს პაატა ბურჭულაძის და პატრიოტთა ალიანსის პარტია. საკმაოდ ბევრი შემომწირველი იყო გამოკვეთილი, ვის მიმართაც კითხვები გვქონდა. 70-მდე შემომწირველი გამოკითხვა მოხდა. შესაძლოა იყოს ადმინისტრაციული დარღვევა, რომელიც ითვალისწინებს შემოწირულობის ორმაგი ოდენობის ჯარიმას“, - განაცხადა ზურაბ აზნაურაშვილმა.
ბოლო მონაცემებით, ქართულ ოცნებას 2 124 570,00 ლარის შემოწირულობა აქვს მიღებული, მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის 621 527,00 ლარი, თავისუფალ დემოკრატებს 195 800,00, პოლიტიკურ გაერთიანება სამოქალაქო პლატფორმა - ახალი საქართველოსთვის 208 400, 00 ლარი, ხოლო პატრიოტთა ალიანსს 184 811,50 ლარის. 103 994,00 ლარის შემოწირულობა მიიღო პოლიტიკურმა ცენტრმა გირჩი, 9 590,00 ლარი კი ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ.