წლის ორ კვარტალში უცხოური ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 867,9 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 13,2%-ით, 101 მილიონით მეტია. ტურიზმის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 2015 წლის ჯამური მონაცემებით შეადგენს 6,7%-ს, ზრდა წინა წელთან შედარებით 16,2%-ია. 2016 წლის ორი კვარტლის ჯამური მონაცემებით კი ტურიზმის წილმა მთლიან შიდა პროდუქტში 6,9% შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5,6%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
2016 წლის აგვისტოს მონაცემებით, საერთაშორისო მოგზაურების მიერ უცხოური საგადახდო ბარათებით განხორციელებულმა ოპერაციებმა 169,613 ათასი ლარი შეადგინა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 25%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
2016 წლის 8 თვის მონაცემებით, საერთაშორისო მოვზაურების მიერ უცხოური საგადახდო ბარათებით განხორციელებულმა ოპერაციებმა 1,029,824 ათასი ლარი შეადგინა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 13,6%-იანი ზრდა დაფიქსირდა.