წლის პირველ ნახევარში საბიუჯეტო ორგანიზაციებმა მივლინებებზე 34.6 მლნ ლარი დახარჯეს. აქედან, პარლამენტზე 1,2 მლნ ლარი მოდიოდა, პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე 401,636 ლარი, ხოლო მთავრობის ადმინისტრაციაზე 1,4 მლნ ლარი. წლის 6 თვეში ფინანსთა სამინისტრომ მივლინებებზე 900,792 ლარი დახარჯა, ეკონომიკის სამინისტრომ კი 730,849 ლარი. ინფრასტრუქტურის სამინისტროს 6 თვის სამივლინებო ხარჯი 190,302 ლარია, ხოლო იუსტიციის სამინისტროსი 305,526
ლარი.
budgetmonitor.ge-ის მონაცემებით, თავდაცვის სამინისტროს სამივლინებო ხარჯი 6 თვეში 19.3 მლნ ლარია. შინაგან საქმეთა სამინისტროსი კი 1,7 მილიონი. განათლების სამინისტრომ მივლინებებზე წლის 6 თვეში 1,5 მლნ ლარი დახარჯა. კულტურის სამინისტრომ 688,436 ლარი.