გამოცემამ TIME მიმდინარე წლის 10 საუკეთესო გაჯეტის სია გამოაქვეყნა.
რეიტინგის პირველი პოზიცია იაპონური Nintendo-ის სათამაშო კონსოლმა Switch დაიკავა და iPhone X-ს გაუსწრო. რეიტინგის სამეული Microsoft-ის ახალმა ლეპტოპმა Surface Laptop დახურა.
Switch კონსოლ-პორტატული სათამაშო მოწყობილობაა, რომელსაც დისკების ნაცვლად კარტრიჯები აქვს . გაჯეტი პირველ ადგილზე მისი პრაქტიკულობის გათვალისწინებით მოხვდა.
აღნიშნული რეიტინგის ტოპ-ათეულში მოხვდნენ მინი-კვადროკოპტერი DJI Spark, სმარტფონი Samsung Galaxy S8, სათამაშო კონსოლი uper Nintendo Entertainment System (SNES) Classic, Amazon Echo-ს დინამიკი, კონსოლი Xbox One X, ჭკვიანი საათი Apple Watch 3 და ფოტოკამერა Sony Alpha A7R III.
TIME-ის მიერ გამოქვეყნებული 2017 წლის საუკეთესო გაჯეტების რეიტინგი ასეთია:
1. Nintendo Switch
2. Apple iPhone X
3. Microsoft Surface Laptop
4. DJI Spark
5. Samsung Galaxy S8
6. Super Nintendo Entertainment System (SNES) Classic
7. Amazon Echo (second generation)
8. Xbox One X
9. Apple Watch 3
10. Sony Alpha A7R III