ამერიკულმა სატელეკომუნიკაციო გიგანტმა AT&T განაცხადა, რომ Time Warner-ს 86 მილიარდ დოლარად შეიძენს.
გარიგება მიმდინარე წელს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი იქნება, თუმცა ჯერჯერობით ის მარეგულირებლის თანხმობას საჭიროებს.
შერწყმის შემთხვევაში AT&T-ის მფლობელობაში გადავა ტელეარხები HBO და CNN.
გარიგებას უკვე გამოუჩდნენ მოწინააღმდეგეები, რომლებიც თვლიან, რომ ერთი კომპანიის მფლობელობაში ზედმეტად მეტი მედია კომპანია ხვდება.
AT&T ამერიკაში საკაბელო ტელევიზიების რაოდენობით, სიდიდით მესამე კომპანიაა.
გარიგებაზე საკუთარი მოსაზრება გამოთქვა ამერიკის პრეზიდენტობის კანდიდატმა - დონალდ ტრამპი გამარჯვების შემთხვევაში ორი კომპანიის შერწყმის პროცესზე უარს იტყვის. მიზეზად ტრამპმა ის ფაქტი დაასახელა, რომ ერთი კომპანიის მფლობელობაში „ძალიან ბევრი ძალა მოიყრის თავს“.
AT&T გარიგების დასრულებას 2017 წლის ბოლოს ელოდება. კომპანია Time Warner-ის თითო აქციაში დაახლოებით 100 დოლარს გადაიხდის.