„ბიზნესის კეთების“ მაჩვენებელი მსოფლიოში წინა წელთან შედარებით 20%-ით არის გაუმჯობესებული, - ამის შესახებ მსოფლიო ბანკის Doing Business -ის მენეჯერმა რიტა რამალომ განაცხადა.
მისივე შეფასებით, 10 წლის წინ ბიზნესის დაწყების საშუალო ვადა მსოფლიშო თვე-თვენახევარი იყო, ახლა კი 21 დღეა საშუალოდ, რაც ძალიან დიდი წინსვლაა.
„გავზომეთ 137 ეკონომიკა მსოფლიოს გარშემო, რომლებიც ამ მიმართულებით ატარებენ რეფორმებს. შეფასდა სულ 283 რეფორმა. ანგარიში აჩვენებს, რომ „ბიზნესის კეთების“ მაჩვენებელი მსოფლიში წინა წელთან შედარებით 20%-ით არის გაუმჯობესებული.
ძირითადად რეფორმები ტარდება იმ ქვეყნებში, სადაც რეალურად ყველაზე საჭიროა. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით სამხრეთ აფრიკა, სადაც ბიზნესის რეგულაციები რთულია. აქედან გამომდინარე, ძალიან დიდი გამოწვევაა სიტუაციის გაუმჯობესება სწორედ ამ კონტინენტზე“,- აღნიშნავს პროექტის მენეჯერი.
მისივე თქმით, მსოფლიო ბანკმა გაზომა ასევე ბიზნესის კეთების მაჩვენებელი გენდერულ ჭრილში და აღმოჩნდა, რომ ზოგიერთ ქვეყანაში განსხვავებები ამ მიმართულებით ნამდვილად არსებობს.
„დავინახეთ, რომ 23 ეკონომიკაში ეს განსხვავებები ნამდვილად არსებობს, განსაკუთრებით ეს ტენდენცია შეიმჩნევა ავღანეთში, სადაც ქალებს სჭირდებათ ნებართვა სახლიდან გასასვლელად, იმისთვის, რომ დაარეგისტრირონ საკუთარი ბიზნესი. ასევე, კვლევამ აჩვენა, რომ 16 ეკონომიკაში განსხვავებულია საკუთრების უფლებებიც. ქალებს აქვთ ნაკლები საკუთრების უფლებები, ვიდრე მამაკაცებს“,- აცხადებს რიტა რამალო.