Home
Category
TV Live Menu

World Bank: საპენსიო შენატანი გადასახადი არ არის

5a98ecfda35a9
BM.GE
02.03.18 10:18
657
„საპენსიო შენატანი გადასახადი არ არის“, - ამის შესახებ BMG-სთან ინტერვიუში მსოფლიო ბანკის მთავარმა ეკონომისტმა ჰანს ტიმერმა განაცხადა. მისი თქმით, საპენსიო შენატანისთვის გადასახადის წოდება არასწორი მიდგომაა. მსოფლიო ბანკის ეკონომისტი მიიჩნევს, რომ დაგროვებითი საპენსიო სისტემა სწორი მოდელია.

„საქართველოში დღეს მოქმედებს ფიქსირებული საპენსიო სისტემა, რასაც ჩვენ პირველი პილარის პენსიას ვეძახით, რომელსაც სრულად სახელმწიფო უზრუნველყოფს. საპენსო რეფორმა მეორე პილარზე გადასვლას გულისხმობს. ამ მოდელით ხელმძღვანელობს მსოფლიოს არაერთი ქვეყანა და უმეტესად განვითარებული ქვეყნები. ეს არის მექანიზმი რომელიც უზრუნველყოფს პენსიისა და შემოსავლის მოცულობის დაახლოვებას. ასევე ეკონომიკაში იქმნება დანაზოგები, რომელიც საქართველოს შემთხვევაში საკმაოდ დაბალია. ეს კი ინვესტირების საშულებას იძლევა სამომავლოდ, ასევე ვითარდება საფინანსო ბაზარი.

საპენსიო შენატანი არის მოკრძალებული, თუმცა ძალიან საჭირო.

საპენსიო შენატანს ვერ ვუწოდებთ გადასახადს რადგან ეს არის დანაზოგი რომელსაც ადამიანი მოგვიანებით გამოიყენებს. ბევრ განვითარებულ ქვეყნებს აქვთ ეს სისტემა და ადამიანები რომლებიც იღებენ მაღალ ანაზღაურებას კარიერის პერიოდში მიიღებენ მეტს. ეს ბევრად უკეთესი სისტემაა ვიდრე მაგალითად ნებაყოფლობითი დანაზოგები. ასე რომ ეს არი არის გადასახადი“, - ამბობს ჰანს ტიმერი.

Subscribe to our news

Get the main news of the day