აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატს რესპუბლიკური პარტიიდან, შესაძლოა წინასაარჩევო კამპანიისთვს ფინანსური რესურსი არ ეყოს, - წერს The Wall Street Journal. გამოცემის ინფორმაციით, ტრამპს შესაძლოა დონორების მხარდაჭერა დაჭირდეს, მიუხედავად იმისა, რომ მისი პირადი კაპიტალი 10 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.
The Wall Street Journal-ის ანალიზის მიხედვით, ტრამპის შემოსავლები 2016 წელს, გადასახადების გადახდამდე, 160 მილიონ დოლარს შეადგენს. ანალიზი დაფუძნებულია "აქტივებსა და შემოსავლებზე", ისეთებზე როგორიცაა უძრავი ქონება, გოლფის მოედანი, ასევე მას დაქვემდებაებული კომპანიები და ლიცენზირებული გარიგებები.
ადრე ტრამპმა განაცხადა, რომ ის კამპანიაზე 78 მილიონი დოლარიდან 232 მილიონ დოლარამდე კაპიტალს დახარჯავდა. ამავე დროს ტრამპის საარჩევნო დანახარჯები შესაძლოა 2012 წლის ბარაქ ობამას საარჩევნო კამპანიის დანახარჯს მიუახლოვდეს, რაც 721 მილიონი დოლარი იყო. ეს იმას ნიშნავს, რომ მალე მილიარდერს მოუწევს გარდა სკუთარი კაპიტალისა მსხვილი დონორებიდან მოზიდული თანხები გამოიყენოს.