Home
Category
TV Live Menu

"წყალი მარგებელი" პროდუქციას ამერიკულ ჯარს აწვდის

5a2e624dcaf08
BM.GE
11.12.17 14:43
1033
"წყალი მარგებელი" პროდუქციას საქართველოში ამერიკის ჯარებს აწვდის. კომპანია ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტთან უკვე წლებია თანამშრომლობს.

კომპანიის ექსპორტის ხელმძღვანელი ლევან ჩიქოვანი ამბობს, რომ ამერიკულ ჯარს წყალს "ბახმარო" საქართველოს ტერიტორიაზე წვრთნების დროს აწვდიან.

რაც შეეხება NATO-ს ჯარებისთვის ავღანეთში წყლის მიწოდებას, კომპანიაში განმარტავენ, რომ პირველ ეტაპზე ვერ მოხერხდა კონკურენტული ფასის შეთავაზება ტენდერში ადგილობრივ მწარმოებელთან შედარებით.

კომპანიაში აცხადებენ, რომ თუ ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტისგან იქნება შეთავაზება, მონაწილეობას მიიღებენ უკრაინის ტენდერში წყლის მიწოდების თაობაზე.

Subscribe to our news

Get the main news of the day