საქართველოს მთავრობამ საინვესტიციო პროექტი - „წყალტუბოს ახალი სიცოცხლე“ წარადგინა. პროექტის ფარგლებში ხელისუფლება წყალტუბოში 50 მლნ ლარის ღირებულების 14 პროექტს გასაყიდად გამოიტანს და ინვესტორების მხრიდან 500 მლნ ლარის ინვესტირებას დაელოდება. მსოფლიო დონის ბალნეოლოგიური კურორტად გადაქცევისთვის კი სახელმწიფო თავის მხრივ საჭირო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების პირობას დებს.
პრემიერ მინისტრმა პრეზენტაციზე აღნიშნა, რომ კერძო სექტორისა და მთავრობის ძალისხმევით მთავრობას აქვს ამბიცია, წყალტუბო 21-ე საუკუნის თანამედროვე, მაგრამ ამავე დროს მდიდარი ისტორიული მემკვიდრეობის მქონე კურორტად გადააქციოს.
სტუმარი: ვალერი ჩეხერია - “სლოუ გრუპის” პარტნიორი და სტრატეგიული პროექტების დირექტორი;