Home
Category
TV Live Menu

"წყალტუბოს სიროფი" ექსპორტზე გასასვლელად ემზადება

57161fc771772
BM.GE
19.04.16 16:00
1397
კომპანია "წყალტუბოს სიროფი", რომელიც ხილის ნატურალურ არომატიზატორებს და ნატურალურ სიროფს აწარმოებს, პროდუქტს საექსპორტოდ ამზადებს. კომპანიის ერთ-ერთი მფლობელი ლაშა გოდუაძე "საქმიან დილასთან" საუბრისას აცხადებს, რომ პირველად პროდუქტი ბაზარზე გასული წლის ოქტომბერში გამოჩნდა. ამ ეტაპზე კი კომპანია 12 დასახელების სიროფს აწარმოებს.

კომპანია უახლოეს პერიოდში პროდუქციის ყაზახეთში, ისრაელსა და რუსეთში გატანას გეგმავს.

"ბაზარზე ერთადერთი კომპანია ვართ, ვინც ასეთი ფორმით აწარმოებს სიროფს. ეს არ არის მხოლოდ სასმელი. ძალიან ბევრი რამის დამზადება შეიძლება. უამრავ რამეში გამოიყენება, დაწყებული საკონდიტრო ნაწარმიდან დამთავრებული სხვადასხვა დესერტით", - აცხადებს ლაშა გოდუაზე. ამ ეტაპზე "წყალტუბოს სიროფს" 43 ადამიანი ყავს დასაქმებული. სამომავლოდ კი კომპანია ნატურალური წვენების, ჯემებისა და ფაფების წარმოებასაც გეგმავს.

"მოლაპარაკება ექსპორტზე თითქმის დასრულებულია ისრაელთან, ასევე რუსეთთან მაგალითად, გვაქვს ყურძნის სიროფი, რომელიც სპეციალურად ფელამუშისა და ჩურჩხელების გასაკეთებლად არის კარგი. ჩვენი სიროფებით უკვე უცხოური სიროფების ჩანაცვლება დაიწყო კლუბებში, სადაც კოქტეილებს ამზადებენ. ჩვენს მსგავს უცხოურ პროდუქტს ფასი ძალიან ძვირი აქვს და ხარისხით ჩვენ არაფრით ჩამოვუვარდებით მათ, პირიქით ბევრზე უკეთესებიც კი ვართ. რაც მთავარია, ფასებიც ხელმისაწვდომია. ნახევარი ლიტრი სიროფის ფასი, რომლისგანაც 4 ლიტრი წვენის გაკეთებაა შესაძლებელი 3 ლარამდეა"

Subscribe to our news

Get the main news of the day