საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ“ ქალაქ წყალტუბოში, რუსთაველის ქუჩა N8-ში მდებარე ყოფილი სანატორიუმი „ცისკარი“ 150 ათასი ლარად საინვესტიციო პირობებით შპს „ნითას“ საკუთრებაში გადასცა.
საინვესტიციო პირობების მიხედვით აღნიშნულ უძრავ ქონებაზე სულ მცირე 50 ნომრიანი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასტუმრო კომპლექსი განთავსდება.
ასევე, შპს „ნითა“ უზრუნველყოფს სასტუმროს ტერიტორიის კეთილმოწყობას და არანაკლებ 20ავტომობილზე გათვლილი ავტოსადგომისმშენებლობას. კომპანია სასტუმრო კომპლექსის მშენებლობის და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის ჯამში არანაკლებ5 000 000 ლარის ინვესტიცია სგანახორციელებს.
შეგახსენებთ, რომ თავდაპირველად სანატორიუმი ცისკარი კომპანიამ „არგო“ შეიძინა. თუმცა როგორც კომპანიაში "ბიზნესკონტაქტს" განუცხადეს სახელმწიფოსთან ხელშეკრულება არ გაფორმდა. კომპანიის წარმომადგენლის განცხადებით, აღნიშნულის მიზეზი საბანკო გარანტიის არქონა დასახელდა.
სანატორიუმის გასხვისებაზე აუქციონი ხელმეორედ ჩატარდა.