Home
Category
TV Live Menu

წყალტუბოში სანატორიუმ "ივერიას" სახელმწიფო კიდევ ერთხელ გაყიდის

58198563b3d13
სალომე მეცხვარიშვილი
02.11.16 10:16
1054
წყალტუბოში სანატორიუმ "ივერიას" სახელმწიფო კიდევ ერთხელ გაყიდის. საპრივატიზაციო ნუსხაში სანატარიუმი წელს უკვე მეორედ მოხვდა. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სანატორიუმის საწყისი ფასი 2 მილიონ 800 ათასი ლარია იქნება.

სახელმწიფოს სანატორიუმის მეორედ გაყიდვა იმის გამო უწევს, რომ წინა შემთხვევაში შემყიდველმა საბანკო გარანტია ვერ წარმოადგინა. "ივერიას" გაყიდვის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ წლის დასაწყისში გაავრცელა. იანვარში ცნობილი გახდა, რომ "ივერია" 253 000 ლარად გაიყიდა. ინვესტორს წყალტუბოში 6 მილიონ ევროზე მეტი ინვესტიციის ჩადება დაეკისრა.

საპრივატიზებო პირობების მიხედვით, ინვესტორს წყალტუბოში 160 ნომრიანი სასტუმრო უნდა აეშენებინა.

ახალი ვალდებულებების მიხედვითაც, ინვესტორს მოუწევს 6 400 000 ლარის ინვესტიცია განახორციელოს და ადგილზე 80 ადამიანი დაასაქმოს.

როდის გამოიტანს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო აუქციონზე სანატორიუმ "ივერიას" და რატომ არის პირველი პრივატიზაციის თანხასა და მეორე თანხას შორის დიდი განსხვავება, უცნობია.

უნდა ითქვას, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც შემყიდველმა საბანკო გარანტია ვერ წარმოადგინა. ამავე წელს მსგავსი შემთხვევა დაფიქსირდა სანატორიუმ "ცისკარის" შემთხვევაშიც, რომელიც სახელმწიფომ ასევე ორჯერ გაყიდა.

Subscribe to our news

Get the main news of the day