Home
Category
TV Live Menu

წყალტუბოში სანატორიუმის "ცისკარი" გასხვისებაზე აუქციონი ხელახლა გამოცხადდება

5716129ab4165
BM.GE
19.04.16 15:11
1384
წყალტუბოში სანატორიუმი "ცისკარი" ელექტრონულ აუქციონზე 160 000 ლარად გასულ თვეს გაიყიდა. აუქციონის პირობების მიხედვით, ადგილზე მის ახალ მფლობელს, შ.პ.ს "არგოს" სულ მცირე 5 000 000 აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა, თუმცა როგორც კომპანიაში "ბიზნესკონტაქტს" განუცხადეს  სახელმწიფოსთან ხელშეკრულება არ გაფორმდა. კომპანიის წარმომადგენლის განცხადებით, აღნიშნულის მიზეზი საბანკო გარანტიის არქონა დასახელდა.
 
როგორც ქონების მართვის სააგენტოში "ბიზნესკონტაქტს" განუცხადეს, "ცისკარი“ აუქციონზე იგივე პირობებით ხელახლა გავა. პირობების მიხედვით, ინვესტორმა 50-ნომრიანი სასტუმროს მშენებლობა–რეკონსტრუქცია, აღჭურვა და სასტუმროს ეზოს კეთილმოწყობა უნდა განახორციელოს.

Subscribe to our news

Get the main news of the day