ნოემბერში ხაჭაპურის ინდექსი გაიზარდა და სტანდარტული იმერული ხაჭაპურის გამოცხობის ფასმა 3,70 ლარი შეადგინა. ISET-ის ხაჭაპურის ინდექსის მიხედვით, ინდექსი წინა თვესთან შედარებით, 1,8%-ით გაიზარდა, წლიურად კი 7,1%-ით.
ხაჭაპურის გამოსაცხობად საჭირო ინგრედიენტების ფასი ნოემბერში შემდეგნაირად გაიზარდა: ყველის ფასი 2,3%-ით გაიზარდა, 3,4%-ით გაძვირდა კვერცხი, 2%-ით გაძვირდა ფქვილი, კარაქის ფასი კი 2,5%-ით გაიზარდა, ხოლო რძის ფასმა 0,7%-ით მოიმატა.