Home
Category
TV Live Menu

ხადარკოვსკი, Forbes-ის უმდიდრესი რუსების სიას დაუბრუნდა

570f541014709
BM.GE
14.04.16 12:25
1294
მიხაილ ხადარკოვსკი, Forbes-ის უმდიდრესი რუსების სიას დაუბრუნდა. პოზიციების დაბრუნება ყოფილმა პოლიტპატიმარმა 2005 წლის შემდეგ, პირველად მოახერხა. 2016 წლის რეიტინგში ბიზნესმენმა 500 მილიონი დოლარით, 200 ადამიანს შორის, 170-ე ადგილი დაიკავა.

2003 წელს, სანამ დააპატიმრებდნენ მისი ქონება 15 მილიარდ დოლარს შეადგენდა და რუსეთში ყველაზე მდიდარი ადამიანების რეიტინგში მეთექვსმეტე ადგილზე იყო.

მიხაილ ხადარკოვსკი ეკონომიკური დანაშაულის გამო ორჯერ გაასამართლეს. სასამართლომ ის დამნაშავედ გადასახადებისგან თავის არიდებასა და ნავთობის გაყიდვიდან მიღებული ფულის დატაცებაში სცნო.

Subscribe to our news

Get the main news of the day