Home
Category
TV Live Menu

"ხარისხის და ფასის ინტეგრაცია სწორად უნდა მოხდეს, რომ ტექნიკის ბაზარი მეორადმა პროდუქციამ არ წალეკოს"

576aa0e3b93e2
BM.GE
22.06.16 18:27
1209
კომპიუტერული ტექნიკის, სახარჯი მასალებისა და მოწყობილობების, საოფისე ტექნიკის მიმწოდებელ ორგანიზაციებს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე ლევან რაზმაძე სააგენტოს ადმინისტრაციულ შენობაში შეხვდა. ეს ბიზნესმენებთან უკვე რიგით მეოთხე შეხვედრა იყო და მას ოცამდე კომპანიის წარმომადგენელი ესწრებოდა.

სააგენტოს თავმჯდომარემ სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე მიმწოდებლებს უახლოეს დროში დაგეგმილი სიახლეები გააცნო, ისაუბრა სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელ კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებებზე, შესყიდვის ახალი საშუალებებისა და ახალი ელექტრონული სერვისების შესახებ.

შეხვედრაზე მიმწოდებელმა ორგანიზაციებმა საკუთარი წინადადებები და მოსაზრებები გააცნეს სააგენტოს თავმჯდომარეს. ბიზნესმენების აზრით, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია ხარისხისა და ფასის შესაბამისობის პრობლემა.

„ხარისხის და ფასის ინტეგრაცია უნდა მოხდეს სწორად, რომ აღნიშნული ბაზარი არ წალეკოს მეორადმა ან სადმე სარდაფებში დამზადებულმა პროდუქციამ“, - განაცხადა სააგენტოს თავმჯდომარემ.

Subscribe to our news

Get the main news of the day