Home
Category
TV Live Menu

ხარვეზები საპენსიო რეფორმის კონცეფციაში

5a40b02ec5b06
BM.GE
25.12.17 12:00
635
ეკონომისტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილს საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით კითხვები კვლავ აქვთ. ისინი ფიქრობენ, რომ რეფორმის შესახებ კანონპროექტი მნიშვნელოვან ხარვეზებს შეიცავს და ამ ფორმით დოკუმენტი საკანონმდებლო ორგანომ არ უნდა დაამტკიცოს. რეფორმის განხოცრიელების შემთხვევაში "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, გიორგი ონიანი არაფორმალური ეკონომიკის გაჩენის რისკებს ხედავს. ორგანიზაცია მთავრობას რეფორმის რეგულირების გავლენის შეფასების ჩატარებას ურჩევს.

"ჩვენ ვფიქრობთ, რომ ძალიან მნიშვნელოვან ხარვეზებს შეიცავს ეს კონცეფცია. პირველ რიგში ის აუცილებლად გაზრდის ზეწოლს და დანახარჯს ბიზნესზე, რაც შესაბამისად აისახება დასაქმებულთა რაოდენობაზე. ის ქმნის ასევე არაფორმალური ეკონომიკის გაჩენის რისკებს. კონცეფციაში არის ასევე ბევრი დეტალი, რომელიც ფონდის არაკვალიფიციური თუ პოლიტიკურად მიკერძოებული მმართველობის შემთხვევაში, შესაძლოა, ძალიან მნიშვნელოვან რისკებს ქმნიდეს. ძალიან ბევრი საკითხია, რომლის სიღრმისეული განხილვა არის საჭირო და ვფირობ, რომ აუიცილებელია რეგულირების გავლენის შეფასება, რომელიც უნდა გასაჯაროვდეს", -განუცხადა გიორგი ონიანმა bm.ge-ს.

საპენსიო რეფორმის არსებულ ვარიანტს არ ემხრობა ეკონომისტი ბესო ნამჩავაძეც, რადგან მიიჩნევს, რომ რეფორმა გადასახადის ზრდას გამოიწვევს.

"შესაძლებელია 4%-ით საშემოსავლო გადასახადი არ გაიზარდოს და რეფორმა ისე განხორციელდეს. ხელისუფლბას არანაირი კვლევა არ აქვს სინამდვილეში ჩატარებული თუ რა ეფექტს მოიტანს საპენსიო რეფორმა. ჩვენ გამოვითხოვეთ ეკონომიკის სამინიტროდან ეს ინფორმაცია და ვერ მოგვაწოდეს. მთავრობა ვერ ამბობს, რომელი ქვეყნის მოდელი გადმოგვაქვს. ასევე ძალიან დიდი რისკია და უარყოფითი მხარეც არის, რომ მთავრობას განუსაზღვრელად შეუძლია ამ ფონდიდან შემდეგ ფული ისესხოს და გამოვა რომ გადაგვახდევინებს გადასახადს და შემდეგ ფონდში დაილექება. უამრავი ხარვეზია რის გამოც ვფიქრობ, რომ ეს კანონპროექტი არ არის სრულყოფილი’’-განუცხადა ბესო ნამჩავაძემ bm.ge-ს.

Subscribe to our news

Get the main news of the day