Home
Category
TV Live Menu

"ხახუტას" სამშენებლო მასალები, შესაძლოა ექსპორტზე სომხეთსა და აზერბაიჯანში გავიდეს

5756d979048dd
BM.GE
07.06.16 18:04
1208
ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, რომელიც აჭარაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება, ბათუმში კომპანია "ხახუტას“ სამშენებლო მასალების მწარმოებელ საწარმოს ეწვია. კომპანიამ ბიზნესის სტიმულირების სახელმწიფო პროგრამიდან „აწარმოე საქართველოში" შეღავათიანი კრედიტი მიიღო.
 
საწარმომ თურქეთიდან შეიძინა ახალი ტექნოლოგიური ხაზი, რომლის მეშვეობითაც გაზარდა საკუთარი პროდუქციის ასორტიმენტი. სახელმწიფო პროგრამის დახმარებით შეძენილი მანქანა-დანადგარებით, კომპანია უშვებს მეტალის მაღალი ხარისხის სახურავებს და პროფილებს მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრებისათვის. პროდუქცია ჯერჯერობით ადგილობრივ ბაზარზე იყიდება, მაგრამ მიმდინარეობს მოლაპარაკება მათი სომხეთსა და აზერბაიჯანში ექსპორტირების მიზნით.

ვიცე-პრემიერმა დაათვალიერა ახლადამუშავებული ტექნოლოგიური ხაზი, გაესაუბრა საწარმოს ხელმძღვანელობასა და პერსონალს. სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მეშვეობით, კომპანიაში 30 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა. პროექტის ჯამური ინვესტიცია 850 ათასი აშშ დოლარია.

Subscribe to our news

Get the main news of the day