Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმე -ანაკლიის პორტი

BM.GE
12.01.22 14:37
371
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გიორგი არევაძემ მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძესა და ავთანდილ წერეთელს ბრალი გადაუკვალიფიცირა და მათ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, თუმცა ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო ისინი პატიმრობისგან გათავისუფლდნენ. კერძოდ, პროკურატურა სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლით დავობდა, რაც უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას გულისხმობდა, თუმცა სასამართლომ ბრალდებულები დამნაშავედ არა ამ მუხლით, არამედ 180-ე მუხლით ცნო, რაც თაღლითობას გულისხმობს. შეგახსენებთ მთავარმა პროკურატურამ 2019 წლის 24 ივლისს განაცხადა, რომ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს - მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს, ბრალად ედებათ ჯგუფურად 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. საქმე ეხება 2008 წელს განხორციელებულ ტრანზაქციას. 

სრტუმარი: ქეთი ქვარცხავა - BLC Law Office-ის პარტნიორი
 
 

Subscribe to our news

Get the main news of the day